უსაფრთხოების გაფრთხილებები კუთხური სახეხი მანქანა

  • ეს ელექტროხელსაწყო განკუთვნილია მავთულის ჯაგრისით სახეხი სამუშაოებისთვის, მოსახვეწი, გახვრეტისთვის ან ჭრისთვის. გაეცანით ყველა უსაფრთხოების გაფრთხილებას, ინსტრუქციას, ილუსტრაციას და სპეციფიკაციას, რომლებიც მოყვება ამ ხელსაწყოს. ქვემოჩამოთვლილი ყველა ინსტრუქციის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, ხანძარი და/ან მძიმე დაზიანება.
  • არ არის გაპრიალების ოპერაციების შესრულება ელექტრო ხელსაწყოებით.ოპერაციების შესრულებამ, რომლისთვისაც ეს ელექტროხელსაწყო არ არის განკუთვნილი, შეიძლება შექმნას საფრთხე და გამოიწვიოს დაზიანება.
  • არ გადააკეთოთ მოცემული ელექტროხელსაწყო იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც სპეციალურად არ ყოფილა შემუშავებული და არ არის მითითებული ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ. მსგავსმა გარდაქმნამ შესაძლოა გამოიწვიოს მართვის დაკარგვა და სერიოზული ტრავმა.
  • არ გამოიყენოთ აქსესუარები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული დამამზადებლის მიერ წინამდებარე ელექტროხელსაწყოსთვი და არ არის რეკომენდებული მის მიერ. მხოლოდ აქსესუარების დამაგრების შესაძლებლობა თქვენს ელექტროხელსაწყოზე არ გარანტირებს მათ საიმედო გამოყენებას.
  • აქსესუარების ნომინალური სიჩქარე, როგორც მინიმუმ უნდა უდრიდეს ელექტროხელსაწყოზე მითითებულ მაქსიმალურ სიჩქარეს. აქსესუარები, რომლებიც ნომინალურ სიჩქარეზე უფრო მაღალ სიჩქარეზე მუშაობენ შეიძლება გატყდნენ და გაფრინდნენ.
  • გარე დიამეტრი და სამუშაო იარაღის სისქე უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ელექტროხელსაწყოს ზომებს. არასწორად მორგებული სამუშაო იარაღები ვერ იქნება საკმარისად დაცული და შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან.
  • აქსესუარების სამაგრების ზომები უნდა შეესაბამებოდეს ელექტროხელსაწყოს სამონტაჟო დეტალების ზომებს. აქსესუარების დეტალები, რომლებიც არ შეესაბამება ელექტროხელსაწყოს სამონტაჟო დეტალებს, შეიძლება ექსცენტრიულად იმუშაონ, წარმოქმნან ჭარბი ვიბრაცია და გამოიწვიონ კონტროლის დაკარგვა.
  • არ გამოიყენოთ დაზიანებული სამუშაო იარაღები . ყოველ გამოყენებამდე შეამოწმეთ სამუშაო იარაღები: სახეხი დისკები, ანახლეჩებზე და ბზარებზე, სახეხი თეფშები ბზარებზე, რისკებზე და ძლიერ ცვეთაზე, მავთულის ჯაგრისები დაუმაგრებელ ან გატეხილ მავთულზე. ელექტროხელსაწყოს ან სამუშაო იარაღის ვარდნის შემდეგ შეამოწმეთ ისინი დაზიანებებზე ან გამოიყენეთ დაუზიანებელი ელექტროხელსაწყო. სამუშაო იარაღის შემოწმების და დამაგრების შემდეგ, თქვენ და ყველა ახლო მყოფმა პირმა უნდა დაიკაოთ პოზიცია სამუშაო იარაღის ბრუნვის სიბრტყის ფარგლებს გარეთ, რის შემდეგ ჩართეთ ელექტროხელსაწყო ერთი წუთით ბრუნთა მაქსიმალურ რიცხვზე.დაზიანებული სამუშაო იარაღები კონტროლის პერიოდის განმავლობაში, ძირითადად, სკდება.
  • ატარეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. გამოყენებიდან გამომდინარე, გაიკეთეთ სახის დამცავი ფარი ან დამცავი სათვალე.საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ რესპირატორი, სმენის დაცვის საშუალებები, ხელთათმანები და საფარველი, რომელიც იცავს აბრაზიული მასალის ან ნამზადის წვრილი დეტალებისგან. თვალების დამცავი საშუალებები უნდა იცავდნენ გაფრქვეული ნამსხვრევებისგან, რომლებიც დამუშავების დროს წარმოიქმნება. რესპირატორის ნიღაბი უნდა იყოს ვარგისი ნაწილაკების ფილტრაციისთვის, რომლებიც შესაბამისი გამოყენებისას წარმოიქმნება. ხმაურის ხანგრძლივმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ გარშემომყოფები თქვენი სამუშაო ზონიდან უსაფრთხო მანძილზე იყვნენ. თითეულს, ვინც შედის სამუშაო ზონაში, უნდა ეცვას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. დასამუშავებელი დეტალის ფრაგმენტები ან მოტეხილი ცვლადი ინსტრუმენტები შესაძლოა გავარდეს და მიაყენოს ტრავმა უშუალოს სამუშაო ზონის გარეთაც კი.
  • სამუშაოების შესრულებისას, რომლის დროს სამუშაო იარაღი შეიძლება მოხვდეს ფარულ ელექტროგაყვანილობას ან საკუთარ ქსელურ კაბელს ელექტროხელსაწყო დაიჭირეთ მხოლოდ სახელურების იზოლირებული ზედაპირებით. დენგამყვან ხაზთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ხელსაწყოს ლითონის ნაწილებზე ძაბვის გადასვლა და ელექტროშოკი.
  • ელკვების კაბელი მოარიდეთ მბრუნავ სამუშაო იარაღს. თუ დაკარგავთ კონტროლს იარაღზე, მაშინ ელკვების კაბელი შეიძლება გადაიჭრას ან ჩაიხვიოს მბრუნავმა სამუშაო იარაღმა და თქვენი მაჯა ან ხელი შეიძლება მოყვეს მბრუნავი სამუშაო იარაღის ქვეშ.
  • არასოდეს არ გაუშვათ ელექტროხელსაწყო ხელიდან, სანამ სამუშაო იარაღი ბოლომდე არ გაჩერდება. მბრუნავი სამუშაო იარაღი შეიძლება გამოედოს მბრუნავ საყრდენ ზედაპირს და შედეგად თქვენ შეიძლება დაკარგოთ კონტროლი ელექტროხელსაწყოზე.
  • გადატანის დროს გამორთეთ ელექტროხელსაწყო. თქვენი ტანსაცმელი შეიძლება შემთხვევით ჩაითრიოს მბრუნავმა სამუშაო იარაღმა, რომელმაც შეიძლება დაგაზიანოთ.
  • რეგულარულად გაწმინდეთ თქვენი ელექტროხელსაწყოს სავენტილაციო ჭრილები. ძრავის ვენტილატორი იწოვს მტვერს კორპუსში და რკინის მტვრის მნიშვნელოვანი გროვა შესაძლოა გახდეს ელექტრული გაუმართაობის მიზეზი.
  • არ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო წვადი მასალების სიახლოვეში. ნაპერწკლებმა შეიძლება გამოიწვიონ ამ მასალების აალება.
  • არ გამოიყენოთ სამუშაო იარაღები, რომლებიც საჭიროებენ გამაგრილებელი სითხეების გამოყენებას. წყლის ან სხვა გამაგრილებელი სითხეების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი.

უკუდარტყმა - მოულოდნელი რეაქციაა მბრუნავი სამუშაო იარაღის გაჭედვაზე ან დაბლოკვაზე, მაგალითად, სახეხი დისკის, სახეხი თეფშის, მავთულის ჯაგრისის და ა.შ., რაც იწვევს მბრუნავი სამუშაო იარაღის უეცარ გაჩერებას. ამ დროს არაკონტროლირებადი ელექტროხელსაწყო ჩქარდება ბლოკირების ადგილას სამუშაო იარაღის ბრუნვის მიმართულების საწინააღმდეგოდ.
თუ სახეხი დისკი იჭედება ან იბლოკება ნამზადში, მასში შესული სახეხი დისკის პირი შეიძლება გაიჭედოს და შედეგად გამოიწვიოს დისკის ამოხტომა ნამზადიდან ან უკუდარტყმა. ამ დროს სახეხი დისკი მიემართება ოპერატორისკენ ამ მისგან, ბლოკირების ადგილზე დისკის მიმართულების ბრუნვიდან გამომდინარე. ამ დროს შესაძლებელია სახეხი დისკების გატეხვა.
უკუდარტყმა - ეს ელექტროხელსაწყოს არასწორი ან არამართებული გამოყენების შედეგია. ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღებით, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.

  • ყოველთვის კარგად დაიკავეთ ელექტროხელსაწყო ორივე ხელით და გეკავოთ ტანი და ხელები ისე, რომ შეგეძლოთ ელექტროხელსაწყოს შეკავება უკუდარტყმის შემთხვევაში.ყოველთვის გამოიყენეთ დამატებითი სახელური (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უკუდარტყმების ან გაშვებისას მბრუნავი მოძრაობების კონტროლისთვის გაშვების დროს. შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მბრუნავი მოძრაობების და უკუდარტყმის ძალების გაკონტროლება.
  • თქვენი ხელი არასოდეს არ უნდა იყოს მბრუნავი სამუშაო იარაღის სიახლოვეში. უკუდარტყმის დროს სამუშაო იარაღი შეიძლება გადმოხტეს თქვენს ხელზე.
  • მოერიდეთ უბანს, სადაც უკუდარტყმის დროს გადაადგილდება ელექტროხელსაწყო. უკუდარტყმა გადაადგილებს ელექტროხელსაწყოს სახეხი დისკის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბლოკირების ადგილას.
  • განსაკუთრებით ფრთხილად იმუშავეთ კუთხეებში, ბასრ პირებთან და ა.შ. აღკვეთეთ სამუშაო იარაღის ამოხტომა ნამზადიდან და მისი გაჭედვა. მბრუნავი სამუშაო იარაღი მიდრეკილია გაჭედვისკენ კუთხეებში, ბასრ პირებზე და გადახტომისკენ. ეს იწვევს კონტროლის დაკარგვას ან უკუდარტყმას.
  • არ დააყენოთ მერქანის სახერხი დისკები და სეგმენტური ალმასის საჭრელი დისკები 10 მმ-ზე მეტი ღრეჩოთი ან კბილანა სახერხი დისკები. ასეთი სახერხი დისკები ხშირად წარმოქმნიან უკუდარტყმას და იწვევენ კონტროლის დაკარგვას.

  • გამოიყენეთ მხოლოდ მოცემული ელექტროხელსაწყოსთვის განკუთვნილი სახეხი დისკები და არჩეული სახეხი დისკისთვის განკუთვნილი დამცავი გარსაცმი. სახეხი დისკები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ამ ელექტროხელსაწყოსთვის, არ შეიძლება იყოს საკმარისად დახურული და არ არის უსაფრთხო.
  • გაღუნული სახეხი დისკები უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ მათი სახეხი ზედაპირი არ ცდებოდეს დამცავი გარსაცმის პირს. არასწორად დამონტაჟებული სახეხი დისკი, რომელიც ცილდება დამცავი გარსაცმის პირს, არ არის საკმარისად დაფარული.
  • დამცავი გარსაცმი აუცილებელია საიმედოდ დამაგრდეს ელექტროხელსაწყოზე და დარეგულირდეს უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეზე ისე, რომ მომხმარებლის მხარეს მიმართული იყოს რაც შეიძლება ნაკლები ნაწილი დაუფარავი აბრაზიული იარაღის. დამცავი გარსაცმი იცავს მომხმარებელს ნატეხებისგან, შემთხვევითი კონტაქტისგან აბრაზიულ იარაღთან და ნაპერწკლებთან, რომლებისგან შეიძლება აალდეს ტანსაცმელი.
  • დისკოების უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ სპეციფიური მიზნებისთვის. მაგალითად: არ გახეხოთ საჭრელი დისკოს გვერდითი მხარით. აბრაზიული საჭრელი დისკები განკუთვნილია პერიფერიული გახეხვისთვის, ამ დისკებზე გამოყენებულმა გვერდითმა ძალებმა შეიძლება გამოიწვიოს მათი განადგურება.
  • თქვენთვის არჩეული სახეხი დისკისთვის, ყოველთვის გამოიყენეთ დაუზიანებელი სწორი ზომის და ფორმის მომჭერი მილტუჩები. სწორი მილტუჩები წარმოადგენენ სახეხი დისკის საყრდენს და ამცირებენ მისი გატეხვის საფრთხეს. მილტუჩები საჭრელი დისკებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს სახეხი დისკების მილტუჩებისგან.
  • არ გამოიყენოთ დიდი ელექტროხელსაწყოების გაცვეთილი სახეხი დისკები. სახეხი დისკები დიდი ელექტროხელსაწყოებისთვის არ არის განკუთვნილი პატარა ელექტროხელსაწყოების მაღალი ბრუნვის სიჩქარეებზე და შეიძლება გახლიჩოს ისინი.
  • ორმაგი დანიშნულების დისკების გამოყენებისას, ყოველთვის გამოიყენეთ სწორი დამცავი გარსაცმი, რომელიც შეეფერება შესასრულებელ სამუშაოს. არასწორი დამცავი გარსაცმის გამოყენებისას, საჭირო დაცვა არ იქნება უზრუნველყოფილი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაზიანება.

  • არ „გაჭედოთ“ საჭრელი დისკო და არ გამოიყენოთ ჭარბი ზეწოლა. არ სცადოთ ზედმეტად ღრმა ჭრილის გაკეთება. დისკოს გადაძაბვა ზრდის დატვირთვას და ჭრის დროს დისკოს ჩახვევის ან ჩაჭედვის ან უკუგდების ან დისკოს გატეხვის შესაძლებლობას.
  • არ განათავსოთ თქვენი სხეული მბრუნავი დისკოს გასწვრივ. როდესაც დისკო, ოპერაციის დროს, თქვენს სხეულს შორდება, შესაძლო უკუგდებამ შეიძლება უბიძგოს მბრუნავ დისკოს და ელექტროხელსაწყოს პირდაპირ თქვენსკენ.
  • დისკოს გაჭედვის შემთხვევაში ან როდესაც ჭრა წყდება რაიმე მიზეზით, გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გეჭიროთ მისი მჭრელი ბლოკი უმოძრაოდ, სანამ დისკო ბოლომდე არ გაჩერდება. არასოდეს არ ეცადოთ ამოიღოთ დისკი ჩანაჭრიდან მოძრაობის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უკუგდება. გამოიკვლიეთ და მიიღეთ მაკორექტირებელი ზომები დისკოს ჩახვევის მიზეზის აღმოსაფხვრელად.
  • არ გაუშვათ ხელახლა ჭრის ოპერაცია დასამუშავებელ დეტალში. აცალეთ დისკს აკრიფოს სრული სიჩქარე და ფრთხილად ხელახლა შედით ჩანაჭერში. თუ ელექტროხელსაწყო ხელახლა გაიშვება დასამუშავებელ დეტალში, დისკი შეიძლება გაიღუნოს, ამოვიდეს ან გამოიწვიოს უკუგდება.
  • დაიკავეთ ნებისმიერი დიდი ზომის დასამუშავებელი დეტალი, დისკის ჩაჭერის და უკუგდების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად. დიდი ზომის დასამუშავებელ დეტალებს საკუთარი წონის ქვეშ გაღუნვის ტენდენცია აქვთ. დასამუშავებელი დეტალის ქვეშ განათავსეთ საყრდენები გაჭრის ხაზთან ახლოს დისკის ორივე მხარეს.
  • განსაკუთრებით ფრთხილად იყავით „ჯიბის ჭრის” გაკეთბისას არსებულ კედლებში ან სხვა ბრმა უბნებში. გამოსულმა დისკმა შეიძლება გაჭრას გაზის ან წყლის მილები, ელექტრული გაყვანილობა ან საგნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკუგდება.
  • არ სცადოთ ირბი ჭრილის გაკეთება. დისკოზე ნამეტანი ზეწოლა ზრდის დატვირთვას და ჭრის დროს დისკოს ჩახვევის ან ჩაჭედვის, აგრეთვე უკუგდების ან დისკოს გატეხვის შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ტრავმა.

  • გამოიყენეთ შესაბამისი ზომის სახეხი ფურცლები. სახეხი ფურცლის ამორჩევისას გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაციები. დიდი სახეხი ფურცელი, რომელიც ძალიან გამოდის საყრდენი თეფშიდან, შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობები, დისკის გაჭედვა ან გახლეჩა, ან უკუდარტყმა.

  • გაითვალისწინეთ, რომ ჯაგრისი ისვრის მავთულის ჯაგრებს ჩვეულებრივი მუშაობის დროსაც კი. არ გადატვირთოთ ჯაგარი ჯაგრისის ზედმეტი დატვირთვით მავთულის ჯაგრისებმა შესაძლოა მარტივად შეახწიონ თხელ ტანსაცმელში და/ან კანში.
  • თუ მავთულით ხეხვისთვის მითითებულია მცველის გამოყენება, არ დაუშვათ მავთულის დისკოს ან ჯაგრისი კონტაქტი მცველთან. მავთულის დისკო ან ჯაგრისი შეიძლება გაფართოვდეს დიამეტრში სამუშაო დატვირთვისა და ცენტრიდანული ძალების გამო.

ატარეთ დამცავი სათვალე.

დამცავი ბუდის გამოყენება საჭრელად არ შეიძლება. შესაბამისი ადაპტერით დამცავი ბუდე შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭრელად.

მუშაობის დროს მყარად დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო ორივე ხელით და უზრუნველყავით სხეულის მდგრადი პოზიცია. ორი ხელით თქვენ უფრო საიმედოდ მართავთ ელექტროხელსაწყოს.

  • შიდა ფრეზით აპლიკაციური ინსტრუმენტებისთვის, როგორიცაა ჯაგრისი და ალმასის მრგვალი ფრეზები, ყურადღება უნდა მიაქციოთ სახეხი შპინდელის ფრეზის მაქს. სიგრძეს. შპინდელის ბოლო არ უნდა ეხებოდეს სამუშაო ინსტრუმენტის საფუძველს.
  • გამოიყენეთ შესაბამისი დეტექტორები სამუშაო ზონაში ფარული მიწოდების ხაზების დასადგენად ან მიმართეთ დახმარებისთვის ადგილობრივ კომუნალური მომსახურების კომპანიას. კონტაქტმა ელექტროხაზებთან შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და ელექტროშოკი. გაზის ხაზის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. წყლის ხაზში შეღწევა იწვევს ქონების დაზიანებას ან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი.
  • არ შეეხოთ სახეხ და მჭრელ დისკოებს მათ გაგრილებამდე. მუშაობის დროს დისკოები შეიძლება ძალიან გახურდეს.
  • აუშვით ჩართვა/გამორთვის გადამრთველს და გადართეთ გამორთულ პოზიციაში ელექტროკვების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგალითად, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ან ელექტროქსელის კაბელის გამოერთების შემთხვევაში. ეს აღკვეთს არაკონტროლირებად ხელახლა გაშვებას.
  • დააფიქსირეთ სამუშაო ნაწილი. ნაკეთობის დაფიქსირება დამჭერი მოწყობილობით ან გირაგით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელით.
  • სამუშაო იარაღები შეინახეთ შენობაში მშრალ, თანაბრად გამთბარ და არაგაყინულ სათავსოში.
  • ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებამდე, მოხსენით სამუშაო იარაღები. ეს აღკვეთს მათ დაზიანებას.
  • დაწებებულ საჭრელ და სახეხ დისკებს გააჩნიათ მოქმედების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დისკების გამოყენება აღარ შეიძლება.