დამცავი ინსტრუმენტების მონტაჟი

მითითებამუშაობის დროს სახეხი დისკის გატეხვის შემთხვევაში ან ელექტროხელსაწყოს დამცავი გარსაცმის სამაგრი მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო დაუყოვნებლივ უნდა წაიღოთ ტექნიოკური მომსახურების სახელოსნოში, მისამართები იხ. განყოფილებაში «ტექნიკური მომსახურება და კონსულტაციები პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით».

ჩამოაცვით დამცავი ბუდე (10) ელექტროხელსაწყოს პატრონს, ისე რომ კოდირების მუშტები დამცავ თავსახურზე ემთხვევოდეს პატრონს. ამასთან დააჭირეთ და გეჭიროთ განბლოკვის რიჩაგი (1).
მიაჭირეთ დამცავ ბუდეს (10) შპინდელის ყელს ისე, რომ დამცავი ბუდის შვერილა ეხებოდეს ელექტროხელსაწყოს მილტუჩს და მოატრიალეთ დამცავი ბუდე წკაპუნამდე.
დაარეგულირეთ დამცავი ბუდის პოზიცია (10) სამუშაო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის აწიეთ განბლოკვის რიჩაგი (1) ზევით და მოატრიალეთ დამცავი ბუდე (10) საჭირო პოზიციაზე.

  • დააყენეთ დამცავი ბუდე (10) ყოველთვის ისე, რომ ორივე განბლოკვის რიჩაგის მუშტი(1) შევიდეს დამცავი ბუდის შესაბამის ხვრელში (10) .
  • დაარეგულირეთ დამცავი გარსაცმი (10) ისე, რომ გამორიცხოთ ნაპერწკლების გაფრქვევა ოპერატორის მიმართულებით.
  • აქსესუარების ბრუნვის მიმართულებით დამცავი ტარი (10) უნდა ტრიალებდეს მხოლოდ განბლოკვის რიჩაგის მოქმედაბაში მოყვანით(1)! წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება ელექტროხელსაწყოს შემდგომი გამოყენება, ის უნდა გადასცეთ მომსახურების ცენტრს.

შენიშვნა: კოდირების მუშტები დამცავ ტარზე (10) თავიდან აგაცილებთ ელექტროხელსაწყოზე მისთვის გაუთვალისწინებელი დამცავი ტარების მონტაჟს.

საღებავების, ლაქების და პლასტიკის სალშენადნობიან ფინჯანურ სახეხ რგოლებთან კომბინაციაში ნაკლებად მტვრიანი ხეხვისთვის (13) შეგიძლიათ გამოიყენოთ გამწოვი ბუდე (9). გამწოვი ბუდე (9) არ გამოდგება ლითონის დამუშავებისთვის.

გამწოვ ბუდეზე (9) შეგიძლიათ ჩართოთ შესაბამისი Bosch მტვერსასრუტი. ამისათვის ჩასვით შემწოვი შლანგი მტვრის გამწოვის გადამყვანით მისთვის გათვალისწინებულ გამწოვი სარქველის მიმღებ შტუცერში.

  • ჭრისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ჭრისთვის (11) ან დამცავი ტარი ხეხვისთვის (10) ჭრის ტართან ერთად (12).
  • ქვის ჭრისთვის საჭიროა მტვრის საკმარისი მოცილების უზრუნველყოფა.

ჭრისთვის განკუთვნილი დამცავი გარსაცმი (11) მონტაჟდება ხეხვისთვის განკუთვნილი დამცავი გარსაცმის ანალოგიურად (10).

ჭრის ტარი ლითონის

ლითონის ჭრის ტარის დააყენეთ (12) ხეხვის დამცავ ტარზე (10) (იხ.სურ. A): მოატრიალეთ დამჭერი საფხეკი უკან(➊). ჩამოაცვით ტარი (12) ხეხვის დამცავ ტარს (10) (➋). მყარად მიაჭირეთ დამჭერი საფხეკი დამცავ ტარს (10) (➌).
მოსახსნელად (იხ.სურ. B) დააჭირეთ ღილაკს დამჭერ საფხეკზე (➊) და მოატრიალეთ უკან (➋). მოხსენით ტარი (12) დამცავ ტარს (10) (➌).

ჭრის ტარი პლასტმასისგან

ჩამოაცვით საჭრელი ტარი (12) რომელიც პლასტმასისაა ხეხვის დამცავ ტარზე (10) (იხ. სურ. C). ტარი (12) ჩანს და სმენადი წკაპუნით ფიქსირდება დამცავ ტარზე (10).
მოსახსნელად (იხ.სურ. D) განბლოკეთ ტარი (12) დამცავ ტარზე (10)(➊) მარცხნიდან მარჯვნიდან და მოხსენით ტარი (➋).

გამწოვი ბუდე მიმმართველით ჭრისთვის (32) ისე დააყენეთ, როგორც დამცავი ბუდე ხეხვისთვის.

დამატებითი ტარის დამაგრებით (7)/(8) რედუქტორის კორპუსზე გამწოვი სარქველის საფხეკით ელექტროხელსაწყო უხეშად მიმაგრებულია გამწოვ სარქველთან.გამწოვ სარქველზე მიმმართველებით (32) შეგიძლიათ ჩართოთ შესაბამისი Bosch მტვერსასრუტი. ამისათვის ჩასვით შემწოვი შლანგი მტვრის გამწოვის გადამყვანით მისთვის გათვალისწინებულ გამწოვი სარქველის მიმღებ შტუცერში.

მითითება: ხახუნი, რომელიც წარმოიქმნება შემწოვ შლანგში და აქსესუარებში მტვრის გამო გაწოვისას, იწვევს ელექტროსტატიკურ მუხტს, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება იგრძნოს როგორც სტატიკური მუხტი (დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე და თავის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე). მცირე მტვერის და მშრალი მასალის მოსაშორებლად Bosch დაჟინებით გირჩევთ გამოიყენოთ ანტისტატიკური შემწოვი შლანგი (აქსესუარი).

  • სამუშაოებისთვის რეზინის საყრდენი დისკოთი (25) ან მრგვალი ჯაგრისით/კონუსური ჯაგრისით/ ალმასის სახვრეტი გვირგვინით დააყენეთ დამცავი ფრთა საშხეფარი ხელისთვის (24).

დაამაგრეთ დამცავი ფრთა საშხეფარი ხელისთვის (24) დამატებითი ტარით (7)/(8).

მიამაგრეთ დამატებითი ტარი (7)/(8) რედუქტორის მარჯვნივ ან მარცხნივ მუშაობის მეთოდზე დამოკიდებულად.

  • ელექტროხელსაწყოთი იმუშავეთ მხოლოდ დამატებითი ტარით (7)/(8).
  • შეწყვიტეთ ელექტროხელსაწყოს გამოყენება, თუ დამატებითი ტარი (7)/(8) დაზიანებულია. არ შეცვალოთ არაფერი დამატებით ტარზე (7)/(8).

დამატებითი ვიბრაციისგან დამცავი ტარი (8) ამცირებს ვიბრაციის დონეს, უზრუნველყოფს რა, უფრო მოხერხებულ და უსაფრთხო სამუშაოს.