ექსპლუატაციაში ჩაშვება
ელექტროხელსაწყოს ექსპლუატაციისას მობილური ელექტროგენერატორებით, რომლებსაც არ აქვთ სიმძლავრის საკმარისი მარაგი ან არაშესაფერისი ძაბვის რეგულირება გაშვების დენის გაძლიერებით, შესაძლებელია სიმძლავრის დაკარგვა ან ატიპიური ქცევა ჩართვისას.
შეამოწმეთ გენერატორის ვარგისიანობა, რომელსაც იყენებთ, განსაკუთრებით ქსელის ძაბვისა და სიხშირის მიმართ.
- გაითვალისწინეთ ძაბვა ელექტრო ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროხელსაწყოს მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე.
ჩართვა/გამორთვა
ელექტროხელსაწყოს ჩასართავად გადაწიეთ გამომრთველი (3) წინ.
გამომრთველის ფიქსაციისთვის, გამომრთველი (3) გადაწიეთ (3) წინ და ქვემოთ ფიქსაციამდე.
ელექტროხელსაწყოს გამორთვისთვის აუშვით ამომრთველი (3) ან, თუ ის დაფიქსირებულია, ხანმოკლედ დააჭირეთ ამომრთველს (3) უკან მიმართულებით და ქვევით, შემდეგ აუშვით.
- გამოყენებამდე შეამოწმეთ სახეხი აღჭურვილობა. სახეხი აღჭურვილობა სწორად უნდა იყოს დაყენებული და თავისუფლად ბრუნავდეს. განახორციელეთ საცდელი გაშვება მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში დატვირთვის გარეშე. არ გამოიყენოთ დაზიანებული, არასტანდარტული ან ვიბრირებადი სახეხი აღჭურვილობა. სახეხი აღჭურვილობა შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს დაზიანება.