გამოყენების ინსტრუქცია
- დამაგრებული აბრაზივით სახეხი საშუალებებით გადასაძრობის ხეხვისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ხეხვისთვის (10).
- საქერქი გახეხვისთვის არასოდეს არ გამოიყენოთ საჭრელი დისკები.
- გადასაძრობი ხეხვისას ჭრის დამცავი ტარი (11) ან ხეხვის დამცავი ტარი (10) ჭრის დაყენებული ტარით (12) შეიძლება მოედოს ნამზადს, რაც გამოიწვევს ინსტრუმენტზე კონტროლის დაკარგვას.
დახრის კუთხე 30°-დან 40°-მდე იძლევა საუკეთსო შედეგს საქერქი გახეხვისას. გადაადგილეთ ელექტროხელსაწყო წინ და უკან ზომიერი დაჭერით. ასეთ რეჟიმში ნამზადი არ გადახურდება, არ უფერულდება და მასზე არ წარმოიქმნება ღარები.
- დამაგრებული აბრაზივით დისკების გამოყენებისას, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც ჭრისთვის, ასევე ხეხვისთვის, აუცილებელია ჭრის დამცავი ტარის გამოყენება (11) ან ხეხვის დამცავი ტარის გამოყენება (10) რომელზეც დაყენებულია ჭრის დამცავი ტარი (12).
- ფოთლოვანი სახეხი დისკით ხეხვისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ხეხვისთვის (10).
ფურცლოვანი სახეხი დისკით (დამატებითი ნაწილი) შეიძლება ასევე დამუშავდეს არათანაბარი ზედაპირები და პროფილები. ფურცლოვანი სახეხი დისკები გამოირჩევა ბევრად უფრო ხანგრძლივი მომსახურების ვადით, დაბალი ხმაურის დონით და ხეხვის უფრო დაბალი ტემპერატურით ჩვეულებრივ სახეხ დისკებთან შედარებით.
- მრგვალი ჯაგრისით გაპრიალებისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ხეხვისთვის (10). მრგვალი/კონუსური ჯაგრისებით გაპრიალება შეიძლება დამცავი ტარის გარეშე.
- მრგვალი ან კონუსური ჯაგრისით სამუშაოებისთვის აუცილებლად დააყენეთ დამცავი ფრთა საშხეფარი ხელისთვის (24).
- მრგვალი ჯაგრისების მაქსიმალურად დასაშვები ზომების გადამეტებისას მავთული შესაძლოა მოედოს დამცავ ტარს და გაწყდეს.
მონტაჟის თანმიმდევრობა ნაჩვენებია გვერდზე ილუსტრაციებით.
მგრვალი/კონუსური/წრიული ჯაგრისი M14 ყელით უნდა ჩამოაცვათ სახეხ შპინდელზე ისე, რომ მჭიდროდ მოერგოს მილტუჩს სახეხი შპინდელის ხრახნის ბოლოში.მოუჭირეთ მგრვალ/კონუსურ/ წრიულ ჯაგრისს რქისებრი ქანჩის გასაღებით.
იმისათვის რომ დაამაგროთ მგვრალი ჯაგრისი, ჩამოაცვით მრგვალი ჭანჭიკი 22,22 მმ (27) და მოუჭირეთ რქისებრი გასაღების მეშვეობით.
- დამაგრებული აბრაზივით საჭრელი დისკით ან ალმასის საჭრელი დისკით ლითონის ჭრისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ჭრისთვის (11) ან დამცავი ტარი ხეხვისთვის (10) ჭრის დამაგრებული ტარით (12).
- ხეხვის დამცავი ტარის გამოყენებისას (10) დამაგრებული აბრაზივით საჭრელი დისკით ჭრისას არსებობს ნაპრწკლების და ნაწილაკების გამოყოფის მომატებული რისკი, აგრეთვე დისკის დაშლისას ფრაგმენტების გამოყოფის.
აბრაზიული ჭრისას შეინარჩუნეთ ზომიერი მიწოდების სიჩქარე, რომელიც შეესაბამება დასამუშავებელ მასალას. არ დააჭიროთ საჭრელ დისკს, არ გადახაროთ და არ გადაატრიალოთ იგი.
არ შეაფერხოთ ინერციით მბრუნავი საჭრელი დისკები, მათი გვერდითი მხარის მიჭერით.
ელექტროხელსაწყო ყოველთვის უნდა მიმართოთ საწინააღმდეგო მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ხელსაწყოს არაკონტროლირებადი ჭრილიდან გამოწნევის რისკი. პროფილური და კვადრატული მილების ჭრისას უმჯობესია დაიწყოთ ყველაზე პატარა კვეთით.
- ქვის ჭრისას დამაგრებული აბრაზივით საჭრელი დისკების ან ალმასის საჭრელი დისკების მეშვეობით ქანისთვის/ბეტონისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ჭრის მიმმართველიანი გამწოვი ტარი (32) ან ჭრისთვის დამცავი ტარი (11) ან ხეხვისთვის დამცავი ტარი (10) დაყენებული ჭრის ტარით (12).
- ქვის ჭრისთვის საჭიროა მტვრის საკმარისი მოცილების უზრუნველყოფა.
- ატარეთ მტვრისგან დამცავი ნიღაბი.
- ელექტროხელსაწყო შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ მშრალი ჭრისთვის / მშრალი ხეხვისთვის.
- ჭრისთვის დამცავი ტარის (11), ხეხვისთვის დამცავი ტარის (10) ან ხეხვისთვის დამცავი ტარის გამოყენებისას (10) როდესაც დაყენებულია ჭრისთვის დამცავი ტარი (12) ჭრის ან ხეხვის სამუშაოებისთვის ბეტოზე ან აგურის ქვაფენილზე ჩნდება მომატებული მტვრის დატვირთვა და არსებობს მომატბული რისკი ელექტროხელსაწყოზე კონტროლის დაკარგვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკუგდება.
ქვის საჭრელად უკეთესია გამოიყენოთ ალმასის საჭრელი დისკი.
გამწოვი ბუდის გამოყენებისას მიმმართველით ჭრისთვის (32) მტვერსასრუტი უნდა შეესაბამებოდეს ქვის მტვრის მოშორების მოთხოვნებს. Bosch ასორტიმენტში წარმოდგენილია შესაბამისი მტვერსასრუტები.
ჩართეთ ელექტროხელსაწყო და ჩამოაცვით მიმმართველების წინა მხარე დასამუშავებელ დეტალს. ელექტროხელსაწყო წინ თანაბარი ძალისხმევით გადაადგილეთ, დასამუშავებელ მასალაზე ადაპტირებით.
განსაკუთრებულად მყარი მასალის ჭრისას, მაგ. კაჟმიწის შემცველი ბეტონის, ალმასის საჭრელი დისკი შესაძლოა გადახურდეს და დაზიანდეს. ამაზე აშკარად მიუთითებს ალმასის საჭრელი დისკის გარშემო ნაპერწკლების რგოლი.
ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ჭრის პროცესი და ალმასის საჭრელი დისკი ამუშავეთ უქმ სვლაში ბრუნების მაქსიმალური რიცხვით ხანმოკლე დროით, გასაგრილებლად.
სვლის მნიშვნელოვანი შემცირება და ნაპერწკლების რგოლი – ალმასის საჭრელი წრის დაბლაგვების მანიშნებელია. თქვენ შეგიძლიათ ისევ გალესოთ ის, აბრაზიულ მასალაში მცირე ჭრილების გაკეთებით, მაგალითად, სილიკატის აგურში.
- პოლიმერული, კომბინირებული და ანალოგიური მასალის ჭრისთვის დამაგრებული აბრაზივით საჭრელი წრეებით ან Carbide Multi Wheel საჭრელი წრეებით გამოიყენეთ დამცავი ტარი ჭრისთვის (11) ან დამცავი ტარი ხეხვისთვის (10) რომელზეც დაყენებულია ჭრის დამცავი ტარი (12). მიმმართველი კარეტის მქონე გამწოვი ხუფის გამოყენებისას (32) მიიღწევა მტვრის მოშორების საუკეთესო შედეგი.
- გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი ალმასის საბურღი ყელი.
- ალმასის საბურღი ყელით მუშაობისას ყოველთვის დააყენეთ დამცავი საშხეფარი ხელისთვის (24).
არ განათავსოთ ალმასის საბურღი ყელი ნამზადის პარალელურად. ჩაუშვით ნამზადში კუთხის ქვეშ და მბრუნავი მოძრაობებით. ეს საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ ოპტიმალურ გაგრილებას და გაზარდოთ ალმასის საბურღი ყელის მოქმედების ვადა.