უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები

წაიკითხეთ ყველა მითითება და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქცია. უსაფრთხოების ტექნიკის მითითებების და ინსტრუქციების არ გათვალისწინებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, ხანძარი და/ან სერიოზული დაზიანება.

საიმედოდ შეინახეთ ეს ინსტრუქციები.

დასამუხტი მოწყობილობა გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ ბოლომდე შეაფასოთ ყველა ფუნქციის გამართული მუშაობა და გამოიყენოთ ისინი რაიმე შეზღუდვის გარეშე ან თუ მიიღეთ შესაბამისი ინსტრუქციები.

გამოიყენეთ დასამუხტი მოწყობილობა მხოლოდ შენობაში და დაიცავით სინესტისგან. წყლის შეღწევა დასამუხტ მოწყობილობაში ზრდის ელექტროშოკის რისკს.